Accentnews.ge
"შეწყალებას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს და ეს ფასი აღიარებაა"

"შეწყალებას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს და ეს ფასი აღიარებაა"

17/03/2020 21:03:12 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, აღიარების გარეშე გაუჭირდება იმ ადამიანის შეწყალება, "რომელიც პარლამენტში შეჭრისთვის პოლიციელს ესმოხდა თავს". ამის შესახებ გიორგი გახარიამ რუსთავი 2-ზე ისაუბრა.

ჟურნალისტის დამზუსტებელ კითხვას, გულისხმობდა თუ არა ამ ფრაზაში ის ბესიკ თამლიანს, გიორგი გახარიამ უპასუხა,"მათ შორის".

"მე მაგალითად, როგორც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ჩემთვის რთულია აღიარების გარეშე შეწყალებაზე საუბარი ადამიანზე, რომელიც კადრებში პირდაპირ ფიზიკურად თავს ესხმოდა პოლიციელს, იმისთვის, რომ შეჭრილიყო პარლამენტის შენობაში და ეს ფაქტი ყველამ ერთად კამერების წინ ვიხილეთ", — თქვა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, შეწყალებას "თავისი პოლიტიკური ფასი აქვს და ეს ფასი აღიარებაა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S