Accentnews.ge
საია: "რუსეთმა დეპორტირებულ მოქალაქეებს ინდივიდუალური საქმის ფარგლებში დაკისრებული კომპენსაცია გადაუხადა"

საია: "რუსეთმა დეპორტირებულ მოქალაქეებს ინდივიდუალური საქმის ფარგლებში დაკისრებული კომპენსაცია გადაუხადა"

18/03/2020 10:11:15 საგარეო პოლიტიკა, სამართალი

რუსეთის ფედერაციამ კომპენსაცია გადაუხადა 2006 წელს რუსეთიდან კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებულ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ინდივიდუალური საჩივრები ჰქონდათ წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცოაცია (საია) ავრცელებს.

2019 წლის ივლისიდან 2020 წლის იანვრამდე საია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან. კომუნიკაციის ფარგლებში საიამ რუსეთის ფედერაციას წარუდგინა მომჩივანთა საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და პირადობის დამადასტურებელი საბუთები და ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად აღსრულებისკენ მოუწოდა.

„2019 წლის ივლისიდან 2020 წლის იანვრამდე საია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან და სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად აღსრულებისკენ მოუწოდა. პარალელურად, 2019 წლის 19 ნოემბერს საიამ წერილობითი კომუნიკაცია წარადგინა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, რომელიც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს ზედამხედველობს. წარდგენილ კომუნიკაციაში საია აღნიშნავდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ამ დრომდე არ ჩარიცხვიათ მიკუთვნებული კომპენსაცია მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებმა რუსეთის შესაბამის ორგანოებს მათი მონაცემები მიაწოდეს. დამატებით საია ასაბუთებდა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და მომჩივნებისთვის კომპენსაციის გადახდა რუსეთის ფედერაციის უპირობო ვალდებულებას წარმოადგენდა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისად“, - აღნიშნულია საიას განცხადებაში.

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება 2019 წლის 31 იანვარს გამოაცხადა. საქართველომ რუსეთს დავა კომპენსაციის ნაწილშიც მოუგო.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა დაავალა. ეს თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ პირებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S