Accentnews.ge
„გათვლა უნდა გავაკეთოთ ყველაზე მძიმე სცენარზე, რათა მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები“

„გათვლა უნდა გავაკეთოთ ყველაზე მძიმე სცენარზე, რათა მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები“

19/03/2020 07:44:03 პოლიტიკა, საზოგადოება

„აქტიურად ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად. ჩართული ვართ კოორდინაციის პროცესში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს და პარლამენტი, თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი წვლილი შეიტანოს კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემის დაძლევაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით,ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად პრევენციულად ყველაფერი გაკეთდა.

„თუმცა, მხოლოდ საქართველოზე ეს არ არის დამოკიდებული. როგორიც იქნება გლობალური ტენდენცია, ის დიდწილად აისახება საქართველოზეც. აქედან გამომდინარე, გათვლა უნდა გავაკეთოთ ყველაზე მძიმე სცენარზე იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები. ამ პრინციპით მოქმედებდა დღემდე ხელისუფლება და ამ პრინციპით გაგრძელდება მოქმედება. გლობალური ტენდენციის გათვალისწინებით, საბედნიეროდ, დღემდე საქართველოში კარგი ტენდეციაა, შემთხვევების რაოდენობა არის საკმაოდ მცირე, განსხვავებით ბევრი ევროპული და სხვა ქვეყნებისგან. ეს არის თითოეული იმ ადამიანის დამსახურება, რომელიც ამ პროცესშიაჩართული“, - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S