
საქართველოში ამოქმედებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება
19/03/2020 09:00:49 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით ამოქმედებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება,– ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
თუმცა, ამ ეტაპზე კონკრეტული ზომები ცნობილი არაა.
„კიდევ უფრო გამკაცრდება შეზღუდვები: თითოეულ სამინისტროს მიეცა ინსტრქუცია, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შეზღუდვის შესახებ გეგმა, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიძლება, ამოქმედდეს. თუმცა ეს არაა საგანგებო მდგომარეობის ფაზა“,– განცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, გადავდივართ ვირუსის გავრცელების ფაზაში:.
„სამწუხაროდ, გადავდივართ ვირუსის გავრცელების ფაზაში, რომლის მიანიშნებს, რომ გაიზრდება დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი. მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეკავება მაქსიმალურა ეფექტიანად მოხდეს, მაგრამ პრქტიკა აჩვენებს, რომ მოსალოდნელია დაავადებულთა ზრდა“.
მისი თქმით, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები რეკომენდაციებს არ ემორჩილებიან, რაც საფრთხეს ქმნის.
ის მოუწოდებს მოქალაქეებს, გაითვალსიწინონ რეკომენდაციები და მაქსიმალურად დარჩნენ სახლში.