Accentnews.ge
გენერალურ პროკურორს ახალი მოადგილე ჰყავს

გენერალურ პროკურორს ახალი მოადგილე ჰყავს

19/03/2020 12:07:54 პოლიტიკა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ ნათია მერებაშვილი დაინიშნა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მანამდე მერებაშვილს საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილება განხორციელდა. გენერალური პროკურორის მოადგილედ ნათია მერებაშვილი დაინიშნა. მანამდე ნათია მერებაშვილს საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები მიმართულია სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებისა და განვითარებისკენ”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S