რა შეზღუდვებს ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა

21-03-2020 14:39:33 საზოგადოება

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს ქვეყნის მასშტაბით 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამცხადების წინადადებით მიმართავს და მის ფარგლებში რიგი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს:

  • იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში;
  • წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები;
  • საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
  • დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმების განსხვავებული წესები და ვადები;
  • საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს იურიდიულ ან ფიზიკურ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
  • იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. შეზღუდვა ეხება სავაჭრო ობიექტებსაც, რომლის თანახმადაც, დახულურ სივრცეში 10 ადამიანზე მეტი თავს ვერ მოიყრის; მსგავსი შეზღუდვა ეხება ეკლესიასაც;
  • მთავრობას ექნება უფლება კერძო ორგანიზაციების, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
  • აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო საშუალებებსა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;
  • მთავრობა დაადგენს განათლების კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს;
  • საჭიროების შემთხვევაში მთავობა შეძლებს, მოახდინოს სამედიცინო, განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება;
  • სასამართლო სხდომები შესაძლებელია, გაიმართოს დისტანციურად;
  • ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას: ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სამ წლამდე ვადით;
  • სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვისთვის უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები;
  • საგანგებო მდგომარეობის პირობებში მედიას შეზღუდვები არ უწესდება;
  • კომნედანტის საათი და საგანგებო საკარანტინო მოთხოვნები ამ ეტაპზე არ დგინდება, ხოლო თუ აუცილებლობა დადგება , მსგავსი მკაცრი ზომების მიღების შესაძლებლობა მთავრობას აქვს.
  • მთავრობა ამ ეტაპზე სატრანსპორტო გადაადგილებას არ ზღუდავს, თუმცა მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ;
  • თუ საქალაქთაშორისო მობილურობა არ შემცირდება, მკაცრი ზომები იქნება მიღებული;
  • შეზღუდვები ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ ეხება.

აღნიშნული ჩამონათვალით მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს. მას შემდეგ, რაც მოთხოვნას პრეზიდენტი დაეთანხმება და პარლამენტიც დაამტკიცებს, რეჟიმის დაცვა სავალდებულო გახდება.

"ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მსგავსი სახის გამოწვევა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა. ისევე როგორც გლობალურად, მსგავსი სახის სიმძიმის გამოწვევა მსოფლიოს არ ჰქონია და ამას აღიარებს ყველა. ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ ერთი რამ. ჩვენ ვართ შეზღუდული ეკონომიკური პოტენციალის და ჯერჯერობით, სამწუხაროდ, საკმაოდ ღარიბი ქვეყანა. ჩვენთვის უკიდურესად მნიშველოვანია ამ ვირუსზე გამარჯვებისთვის ზედმიწევნით, ზუსტად შევასრულოთ ის თვითიზოლაციისა და სამოქალაქო დისტანციის მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ შემთხვევაში არის ყველაზე მარტივი შესასრულებელი იმისთვის, რომ ვირუსის მასობრივი და სწრაფი გავრცელება ავირიდოთ თავიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ რისკის ქვეშ ვაყენებთ თითოეული ჩვენი მოქალაქის, ჩვენი ოჯახის წევრის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას“,- განაცხადა პრემიერმა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები