
"მზად ვართ, ყველა რესურსი, რაც გვაქვს, ოკუპაციის ხაზის მიღმა მოქალაქეებს თანაბრად გავუნაწილოთ"
21/03/2020 11:20:21 კონფლიქტები
"მზად ვართ, ყველა რესურსი, რაც გვაქვს, ოკუპაციის ხაზის მიღმა მოქალაქეებს თანაბრად გავუნაწილოთ", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ყოველთვის გამოვთქვამდით და დღესაც გამოვთქვამთ მზადყოფნას, ყველა ის რესურსი, რაც საქართველოს აქვს თავისი მოქალაქისთვის, თანაბრად გავუნაწილოთ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპაციის ხაზის მიღმა. ჩვენ ამ მზაობას გამოვთქვამთ დღესაც. მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, არამხოლოდ ეს მესიჯი მივიტანოთ, რამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა გვქონდეს. სამწუხაროდ, ხშირად არ გამოგვდის ეს, თუმცა გარკვეული შედეგები გვაქვს", - განაცხადა გახარიამ.
ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.
იხილეთ ასევე: რა შეზღუდვებს ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა