
"საქართველოს ბანკი" განცხადებას ავრცელებს
21/03/2020 13:07:23 ეკონომიკა, რეკლამა
"საქართველოს ბანკი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აქცენტი" უცვლელად გთავაზობთ.
"საქართველოს ბანკი საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც აგრძელებს მომხმარებლისთვის სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას. შეუფერხებლად იმუშავებს თვითმომსახურების ცენტრებში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ბანკომატები. ასევე, გაძლიერებული რესურსით იმუშავებს ცხელი ხაზი. ბანკის მომხმარებელი შეძლებს ისარგებლოს სერვისებით, როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციური არხებით. საქართველოს ბანკის ყველა ციფრულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ინფორმაციის მიღება მომხმარებელს შეუძლია შემდეგ ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/about/remote-services " - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: დღეს [21 მარტი] მთავრობის წინადადებით პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
რა შეზღუდვებს ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა