Accentnews.ge
პარლამენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

21/03/2020 17:23:49 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის გამოცემული დეკრეტი115 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

საპარლამენტო ოპოზიციამ აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა.

დამტკიცებული დეკრეტის მიხედვით, იზღუდება კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებები, მათ შორის შეკრების თავისუფლების, გადაადგილების და მიმოსვლის, შრომის თავისუფლების, საჯარო სერვისების მიწოდების, საკუთრების, გაფიცვის, მეწარმეობის და სხვა უფლებები.

ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები.

იხილეთ ასევე: რა შეზღუდვებს ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S