
"პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, რწმენის თავისუფლება შეზღუდული არ არის"
21/03/2020 18:03:02 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
"პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, რწმენისა თავისუფლება შეზღუდული არ არის", – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კითხვას, იკრძალება თუ არა ეკლესიებში 10-ზე მეტი პირის ერთდროულად ყოფნა.
"რელიგიურ ორგანიზაციებს შორის არსებობს კონსტრუქციული, ხანგრძლივი და ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ამ პერიოდში მსოფლიოში არის ახალი კორონავირუსის პანდემია და საქართველომ პირველ ეტაპზე, ეფექტურად მოახერხა დაავადების გავრცელების შეკავება. თუკი საჭიროება იქნება, იმედი გვაქვს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია და ყველა რელიგიური ორგანიზაცია მაქსიმალურად დაეხმარება სახელმწიფოს, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და შემდგომი ღონისძიებების განხორციელება. როგორც დეკრეტის ტექსტი ამბობს, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი", – განაცხადა თალაკვაძემ.
დღეს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
იხილეთ ასევე: რა შეზღუდვებს ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა.