
„საქართველო უფრო წარმატებულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე ჰოლანდია“
22/03/2020 20:05:39 საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება
ატლანტიკური საბჭოს ექსპერტის ლარა ლინდერმანის განცხადებით, „საქართველო უფრო წარმატებულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე ჰოლანდია“.
„ჰოლანდიასა და საქართველოში კორონავირუსი თითქმის ერთ პერიოდში დაფიქსირდა, თუმცა ეს უკანასკნელი გაცილებით წარმატებულია Covid19–ის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს ლინდერმანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: ჰოლანდიაში ახალი ტიპის კორონავირუსის (Covid19) პირველი შემთხვევა 27 თებერვალს დაფიქსირდა, საქართველოში – 26 თებერვალს.
ბოლო მონაცემებით, ჰოლანდიაში ვირუსმა 136 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 3,631. საქართველოში კი ამ დროისთვის კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა.