
შავი ზღვისკენ ნატო-ს საბრძოლო ხომალდების ჯგუფი მოემართება
23/03/2020 10:40:15 პოლიტიკა
შავი ზღვის აკვატორიისკენ ნატო-ს მეორე მუდმივი სამხედრო-საზღვაო ჯგუფის (SNMG-2) საბრძოლო ხომალდები მიემართებიან, - იუწყება რუსული სააგენტო «Интерфакс» სტამბოლის საინფორმაციო პორტალების ინფორმაციაზე დაყრდნობით.არსებული მონაცემებით, ხომალდებმა უკვე ჩაიარეს დარდანელი და მარმარილოს ზღვა ბოსფორის მიმართულებით.
ჯგუფის შემადგენლობაში შედიან კანადური ფრეგატი HMCS Fredericton (FFH 337), იტალიური Virginio Fasan (F 591) და თურქული TCG Salihreis (F 246).
22 მარტს რუმინულ პორტ კონსტანცადან ზღვაში გავიდა ფრეგატი Regina Maria, რომელიც ასევე ნატო-ს ჯგუფს შეუერთდება.
რუმინეთის სამხედრო საზღვაო ძალების მონაცემებით, ხომალდები შეასრულებენ საზღვაო, საჰაერო და წყალქვეშა ვითარებაზე დაკვირვების ამოცანებს, ჩაატარებენ რეგიონულ პარტნიორებთან ერთობლივ წვრთნებს, მათ შორის, დაამუშაბებენ ხომალდების ჯგუფების, ავიაციის, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების, ასევე რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური დაცვის ძალების მოქმედებებს, რათა შავ ზღვაში სამხედრო ოპერაციების წარმოებისას ოპერატიუოლი თავსებადობა აიმაღლონ.
მიმდინარე წლის თებერვალში შავ ზღვაში შემოსული იყო ამერიკული რაკეტმზიდი USS Ross (DDG 71), რომელმაც რუმინულ ფრეგატ “Marasesti”-სთან და უკრაინულ “გეთმან საგაიდაჩნისთან” ერთობლივი წვრთნები ჩაატარა, ასევე ბულგარულ პორტ ვარნას ესტუმრა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამერიკულ ესმინელთან ერთად შავ ზღვაში თურქული წყალქვეშა ნავი იყო შესული.