იტალიელი მღვდელი, რომელმაც რესპირატორი ახალგაზრდას დაუთმო, გარდაიცვალა

24-03-2020 19:29:04 ეს საინტერესოა

იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსს 30 სასულიერო პირი ემსხვერპლა. მღვდელი ჯუზეპე ბერარდელი ერთ–ერთია მათ შორის.

მას შემდეგ, რაც მღვდელს კორონავირუსი დაუდგინეს და საავადმყოფოში მოათავსეს, მრევლმა ჯუზეპე ბერარდელისათვის ფული შეაგროვა და რესპირატორი თავისი სახსრებით იყიდა. თუმცა მღვდელმა უარი თქვა რესპირატორის გამოყენებაზე და ის სხვას – მისთვის უცნობ ახალგაზრდას დაუთმო. მღვდელი 23 მარტს ლოვერეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ინფორმაციითვის: ცნობილია, რომ ბერგამოს პროვინციის ყველა საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებულებითა რაოდენობას ვერ უმკლავდება. დეფიციტია რესპირატორებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების კუთხით, ამიტომ ექიმებს ექიმებს პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით უხდებათ მათი გამოყენება.

„მას წარმოუდგენელი უნარები ჰქონდა მრევლის წევრების ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად. დონ ჯუზეპე მოკვდა როგორც მღვდელი“ ,– წერს მღვდლის შესახებ ქალაქ კასნიგოს მერი ჯუზეპე იმბერტი.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 64000 ადამიანია ინფიცირებული, 6078 გარდაცვლილი და 7432 განკურნებული. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული. შეზღუდულია გადაადგილება და გაუქმებულია მასობრივი ღონისძიებები.

იხილეთ ასევე: ამბები "COVID-19"-თან ბრძოლის წინა ხაზიდან: რას ყვებიან ექიმები

ახალი ამბები

სხვა სიახლეები