უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად 5 ჩარტერული რეისი შესრულდება

25-03-2020 13:32:57 საგარეო პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად 5 ჩარტერული რეისი შესრულდება.

„უკვე განხორციელდა ორი ფრენა - 23 მარტს: თბილისი-ბერლინი-ბათუმის მიმართულებით და 24 მარტს: ათენი- თბილისი-ათენის მიმართულებით, რომელიც შეასრულა „ეგეოისის ავიახაზებმა“ და ამ ორი რეისით საქართველოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე. რაც შეეხება შემდეგ განრიგს, ასეთია : 26 მარტს შესრულდება რეისი: თბილისი-ვენა-თბილისის მიმარულებით, 31 მარტს: თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით, 3 აპრილს: თბილისი- ვარშავა-თბილისის მიმართულებით, 7 აპრილს: თბილისი-ათენი-თბილისი, 10 აპრილს: ლარნაკა-თბილისის მიმართულებით. მგზავრთა ნაკადის ორგანიზებული მართვის და მოქალაქეების საჭიროებაზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ზემოთმოცემული განრიგით განსაზღვრულ თითოეულ ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება და ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე“, - განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება ვენისა და ამსტერდამის მიმართულებით გაუქმებულ ფრენებს, ზალკალიანის განცხადებით, აღნიშნული ფრენები 26 და 31 მარტს შესრულდება.

მისივე თქმით, საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები