Accentnews.ge
იმნაძე: „კახა ბენდუქიძემ ლუგარის ცენტრის შექმნაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო“

იმნაძე: „კახა ბენდუქიძემ ლუგარის ცენტრის შექმნაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო“

26/03/2020 12:43:49 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, თბილისის ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის შექმნაში ბიზნესმენმა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო.

კითხვაზე, გადაუხადა თუ არა მან მადლობა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ლუგარის ცენტრის შექმნისთვის, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია:

„მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია. მე ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბების ისტორია კარგად ვიცი. ეს დაიწყო შევარდნაძის მთავრობის დროს. ხელმოწერა პირველ ხელშეკრულებაზე არის თავად შევარდნაძის და კლინტონის. მეორეზე არის ხელმოწერა თავდაცვის მინისტრების საქართველოსი და შეერთებული შტატების, ეს მოხდა 2002 წელს. შემდგომ იმ [სააკაშვილი მთავრობის] მთავრობის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა პროექტის გაგრძელებაში. გადაწყვეტილებები მიღებული იყო 2002 წელს ამას ხაზს ვუსვამ. სხვათა შორის, კახა ბენდუქიძის მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S