
ზუგდიდში ხალხმრავალი შეკრების ორგანიზატორი 15 ათასი ლარით დაჯარიმდა
26/03/2020 17:50:08 სამართალი
საპატრულო პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.
ცნობისთვის: ზუგდიდში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ათეულობით ადამიანი შეიკრიბა.
როგოროც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ ზუგდიდში შეკრებილ მოქალაქეებს პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარები დაურიგა.
მოგვაინებით ენმ–ის წევრმა ნიკა მელიამ შემდეგი განმარტება გააკეთა: „ზოგჯერ ხდება, ერთს აკეთებ, მეორე გამოდის და საქმე საბოდიშოდ გიხდება“.