"ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი გვიკავშირდება დახმარების შეთავაზებით"

27-03-2020 00:30:46 პოლიტიკა ,ეკონომიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი დახმარების მიღება, რომელიც ეროვნული ვალუტის სტაბილურობას დაეხმარება. ამდენად, მისი თქმით, ფინანსური სახსრები იმ დარეგისკენ უნდა მიიმართოს, რომლებიც "რეალურად გვჭირდება".

"ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორიი გვიკავშირდება დახმარებისა და სხვადასხვა პროგრამის შეთავაზებით, მაგრამ აუცილებალია განვსაზღვროთ, სად გვჭირდება მათი დახმარება. ჩვენ ყველას გვინდა მეტი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ხშირ შემთხვევაში ეს არის შეღავათიანი, ძალიან კარგი პირობებით, მაგრამ ეს არის სესხი“. ამიტომ, ჩვენ, როგორც ქვეყანა, პასუხისმგებლიანი უნდა ვიყოთ დამატებითი სესხის აღებისას. შესაბამისად, ეს იქნება კომბინირებული პაკეტი, იქნება როგორც საბიუჯეტო დახმარება, ასევე იქნება სასესხო რესურსი. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთობლივად იმისთვის, რომ ეს სესხის მიმართული იყოს უშუალოდ იმ დარგებზე და პროგრამებზე, რომლებიც დაგვჭირდება და გარდა ამისა, ძალიან მნიშველოვანია, მივიღოთ ისეთი დახმარება, რომელიც ასევე მოგვცემს საშუალებას, დავასტაბილუროთ ჩვენი ვალუტის კურსიც“- -განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის: ეროვნული ვალუტა დრამატულად უფასურდება – 26 მარტის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4842 ლარია.