Accentnews.ge
ევროკავშირმა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად საქართველოს 90 მლნ ევროზე მეტი გამოუყო

ევროკავშირმა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად საქართველოს 90 მლნ ევროზე მეტი გამოუყო

30/03/2020 16:16:55 საგარეო პოლიტიკა

ევროკავშირმა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად საქართველოს 90 მლნ ევროზე მეტი გამოუყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ორგანიზაციას მადლობას უხდის "ამ რთულ დროს საქართველოს გვერდში დგომისთვის".

„ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერას. მადლობას ვუხდით დახმარების ახალი პაკეტის, კერძოდ, 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფისთვის, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე პანდემიის ზემოქმედების შერბილებას, ასევე სამედიცინო აპარატურის შესყიდვას მოხმარდება, ხოლო დაახლოებით 70 მილიონ ევროზე მეტი თანხა გადამისამართდება სოციალ-ეკონომიკური შედეგების აღმოსაფხვრელად", – აცხადებს ზალკალიანი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 100 შემთხვევაა დადასტურებული. 100 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S