რამდენი ლარით დაეხმარება მთავრობა მოქალაქეებს

01-04-2020 12:18:49 საზოგადოება ,ეკონომიკა

საქართველოს მთავრობამ მოქალაქეთა ნაწილის კომუნალური გადასახადებისგან სამი თვის ვადით გათავისუფლება გადაწყვიტა. კერძოდ, როგორც საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, მთავრობა კომუნალურ გადასახადებს მარტში, აპრილსა და მაისში დაუფინანსებს მათ, ვინც თქვეში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, რაც ელექტროენერგიის შემთხვევაში 37–ლარამდე, ხოლო გაზით – 92 ლარამდე ფარგლებში დახმარებას გულისხმობს, რეგიონებში მაცხოვრებლებისთვის კი, რომლებიც "სოკარ ჯორჯია გაზის" აბონენტები არიან, ეს თანხა 82 ლარის ფარგლებშია..

განიმარტა, რომ მოქალაქეთა ამ სეგმენტს ასევე დაუფინანსდებათ დასუფთავების და წყლის გადასახადიც.

„გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დათბობის პარალელურად ბუნებრივი აირის მოხმარება იკლებს, ელექტროენერგიის კი ტრადიციულად იმატებს.

იხილეთ ასევე: კომუნალურების თაობაზე დასმული კითხვები და პასუხები

ახალი ამბები

სხვა სიახლეები