თერჯოლის მერი გადადგა

01-04-2020 15:12:29 პოლიტიკა

თერჯოლის მერი ბონდო სოფრომაძე გადადგა. არსებული ინფორმაციით, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ინფორმაცია დაადასტურა თერჯოლის საკრებულოს აპარატის უფროსმა ხათუნა ნიკოლაძემ

„გუშინ საღამოს მომხდარა ეს ფაქტი და ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ – ჯერ–ჯერობით არაფერი ვიცით“,– განუცხადა „ტვ პირველს“ ნიკოლაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები