Accentnews.ge
"მსოფლიო შესაძლოა, საკვების კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს"

"მსოფლიო შესაძლოა, საკვების კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს"

01/04/2020 13:47:38 საზოგადოება

"თუ მთავრობები ვერ მოახერხებენ პანდემიასთან სათანადოდ გამკლავებას, მსოფლიო შესაძლოა, საკვების კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს", - ამის შესახებ გაერო-ს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„მკაცრი კარანტინის პირობებში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ვაჭრობა შეუფერხებლად გაგრძელდეს, რათა თავიდან ავიცილოთ საკვების დეფიციტი. მაშინ, როცა ადამიანების ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვიცავთ, ამავდროულად უნდა მივიღოთ ზომები, რომ ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც საკვების მიწოდების ჯაჭვს უკავშირდება, არ დაზიანდეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S