Accentnews.ge
სააკაშვილი – საქართველოს მთავრობას: „რა საპირველაპრილო ხუმრობა მოუწყვეთ ხალხს!“

სააკაშვილი – საქართველოს მთავრობას: „რა საპირველაპრილო ხუმრობა მოუწყვეთ ხალხს!“

01/04/2020 14:54:22 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ავიარეისების შეთავაზება კვლავ ძალაშია და საქართველოს მთავრობის მხრიდან მხოლოდ თბილისის აეროპორტში დაშვების ნებართვა სურს.

სააკავილი „ფეისბუქ–მიმართვაში“ აცხადებს, რომ მისი სურვილი საზღვაგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნებაში უსასყიდლოდ დახმარებაა, თუმცა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პრემიერ – მინისტრ გიორგი გახარიას ამის „ამის უფლებას არ აძლევს“.

„ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყვეთ ჩვენს ხალხს. საელჩომ გამოუცხადა, რომ ბილეთები იაფად გაიყიდებოდა. მივიდნენ აეროპორტში და აღმოჩნდა, რომ მარტო 25 ბილეთი გაიყიდა. დანარჩენი ნაცნობობით გადანაწილდა თქვენს ახლობლებზე, ნათესავებსა და მეგობრებზე. რას დასცინით ხალხს?! 31 მარტს, ვარშავიდან დანიშნული გვქონდა პირველი რეისი უკრაინული „სკაიაპის“, რომელსაც უნდა წამოეყვანა გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი 190-მდე ჩვენი თანამემამულე უფასოდ. საერთოდ, მზად ვართ, თვითმფრინავებით ევროპიდან ჩამოვიყვანოთ 5 ათასი ადამიანი, მოველაპარაკე კარანტინზე, კარანტინი არაფერი დაგიჯდებათ, პირდაპირ აეროპორტიდან, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მივიყვანთ სასტუმროებში და იქ იქნებიან ორი კვირა, რომ საფრთხე არავის შეუქმნან. ეს ხალხი გაუსაძლის პირობებშია, საჭმლის ფული არ აქვთ, ქუჩაში არიან გამოყრილები“,– მიმართავს საქართველოს მთავრობას სააკაშვილი.

ამასთან, სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებს მოუწოდებს, „გამოაფხიზლონ“ მთავრობა, გაუგზავნონ წერილები, მიმართონ საელჩოებს, რომ რეისები დაუშვან.

მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ემიგრანტებისთვის განცხადება გაავრცელა, ნუ ენდობიან პოლიტიკურ პატიებსა თუ კომპანიებს, რომლებიც საქარველოში დაბრუნებაში დახმარებას ჰპირდება. სამინისტრო ირწმუნება, რომ საკითხს თავად მთავრობა გადაჭრის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S