Accentnews.ge
როდიდან და რა სახის დახმარებას გაუწევს მთავრობა თვითდასაქმებულებსა და მათ, ვინც სამსახური დაკარგა

როდიდან და რა სახის დახმარებას გაუწევს მთავრობა თვითდასაქმებულებსა და მათ, ვინც სამსახური დაკარგა

03/04/2020 09:11:03 პოლიტიკა

რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური ახალი ტიპის კორონავირუსისა და ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული არ არის.

როგორც ვიცე–პრემიერმა, ინფრაქსტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, მარტის მონაცემების შეფასება აპრილში იქნება შესაძლებელი, აპრილის, – მაისში და რაოდენობის განსაზღვრის შემდეგ განისაზღვრება როგორც დახმარების მოცულობა, ისე დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობაც.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რა რაოდენობის ადამიანებს დავეხმარებით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს იქნება იმაზე დამოკიდებული, რა რაოდენობის ადამიანი დაკარგავს სამსახურს. ჩვენ დღეს ამ კითხვაზე პასუხი ვერ გვექნება. ამიტომაც ვსაუბრობთ, რომ ნებისმიერი დაპირება დღეს, „ჩვენ დავეხმარებით ამდენ ათას ადამიანს ამდენი ლარით ან ამდენი თვის განმავლობაში“, საფუძველს მოკლებული, რეალობისგან მოწყვეტილი იქნება. ჩვენ კონკრეტული თანხების ან რაოდენობების დასახელებას მხოლოდ მას შემდეგ შევძლებთ, რაც შევძლებთ, თუნდაც აპრილის თვეში, შევაფასოთ, რამდენმა ადამიანმა არ აიღო ხელფასი მარტის განმავლობაში. როდესაც ვსაუბრობთ დახმარების პაკეტებზე, ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებმაც დაკარგეს სამსახური – ვსაუბრობთ უხელფასოდ დარჩენილი ადამიანების დახმარებაზე. შესაბამისად, მხოლოდ აპრილში შეძლებთ იმის შფასებას, რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური მარტში, მაისში შევძლებთ იმის სეფასებას, რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური აპილში და ა.შ. ვიმედოვნებთ, რომ დახმარებების პაკეტით, რაც ბიზნესს შევთავაზეთ, ბიზნესი სამუშაო ადგილებს შეინარჩიუნებს, დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესის მხრიდან სოლიდარული მონაწილეობის შედეგად მარტის თვის განმავლობაში არ გვეყოლება ბევრი ადამიანი, რომელმაც დაკარგა სამსახური. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევძლებთ, დახმარების მოცულობა, დახმარების მიმღები პირების რაოდენობა განვსაზღვროთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონკრეტული ციფრები გვეცოდინება“,– განაცხადა ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

რაც შეეხებათ თვითდასაქმებულებს, მაია ცქიტიშვილის თქმით, მათზე ვრცელდება ყველა უკვე გაჟღერებული შეღავათი – კომუნალური გადასახადის დაფინანსება, საბანკო ვალდებულების შესრულების გადავადება.

„გავაგრძელებთ იმ სოციალური ფენების იდენტიფიცირებას, ვისაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგებათ და გავაგრძელებთ დახმარების პაკეტების გაჟღერებას“,– დასძინა ცქიტიშვილმა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. დახურულია ობიექტების უმრავლესობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S