აშშ-მა, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, უკრაინამ და საქართველომ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა

03-04-2020 14:26:28 საგარეო პოლიტიკა

აშშ-მა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინამ და საქართველომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა.

„სამწუხაროდ, სახელმწიფოების მცირე ჯგუფი, რომელშიც სანქციების პოლიტიკის აპოლოგეტები ქვეყნები შედიან, არ აღმოჩნდა მზად, ეპასუხა გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებაზე და მათ ვერ შესძლეს, თავისი პოლიტიზებული მიდგომებსა და ინტერესებზე უარი თქმა. შედეგად, პანდემიის საფრთხეებზე, გლობალურ და სოლიდარული პასუხის გაცემა უფრო რთული გახდა. შეიძლება დაზარალდეს უამრავი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა განვითარებად ქვეყნებში. ჩვენ დაინტერესებული ვართ, მოვისმინოთ და წერილობითი ფორმით გავეცნოთ ჩვენი დეკლარაციის პროექტის ბლოკირების არგუმენტები და ლოგიკა ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან. ამასთან, ჩვენი სურვილია და ძალიან გაგვიხარდებოდა, თუ უკრაინა და საქართველოს ამ ძალისხმევისგან გათავისუფლდება, რადგან მათი არგუმენტები, როგორც ყოველთვის, ამპარტავნული და პოლიტიზებულია“, – ნათქვამია გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები