Accentnews.ge
მედოევი - კორონავირუსზე: „ქართული სპეცსამსახურები ცდილობენ, პრობლემის ჩვენთან ექსპორტი მოახდინონ“

მედოევი - კორონავირუსზე: „ქართული სპეცსამსახურები ცდილობენ, პრობლემის ჩვენთან ექსპორტი მოახდინონ“

03/04/2020 11:16:40 პოლიტიკა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ირწმუნება, რომ რეგიონში ახალი ტიპის კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას კი ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.

„საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ქვეყანაში ეპიდემიის რეალური მასშტაბი – ინფორმაცია დაადავადებულთა და გარდაცლილთა შესახებ ინფორმაცია დამალოს“, -განაცხადა მედოევი, თუმცა რას ეყრდნობა მსგავსი განცხადების გაკეთებისას, მას არ განუმარტავს.

მედოევი ირწმუნება, რომ ცხინვალის რეგიონში ვითარება კონტროლირებადია.

„სამხრეთ ოსეთში სიტუაციას ხელისუფლება მკაცრად და საიმედოდ აკონტროლებს. ყველა უწყება ზუსტად და აწყობილად მუშაობს. ყველა მცდელობა ქართული სპეცსამსახურების, რომ პრობლემის ექსპორტი მოახდინონ სამხრეთ ოსეთში, განწირულია“,-დასძინა მედოევმა.

ცხინვალში არსებულ ვითარებაზე 2 აპრილს ცხინვალში უკანონო პატიმრობაში ნამყოფმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ისაუბრა:

"რუსეთის პოლიტიკიდან გამომდინარე, როგორც რუსეთში, ისე ცხინვალში და ალბათ აფხაზეთში, მიდის ინფორმაციის დაფარვა და შეიძლება, მოსახლეობაც არ არის სწორად ინფორმირებული, რა საშიშროება ელოდებათ. სამედიცინო უზრუნველყოფა რომ ძალიან დაბალ დონეზეა [ოკუპირებულ ცხინვალში], სამწუხაროდ, თავადაც გამოცდილი მაქვს და ვიცი. ღმერთმა დაიფაროს, თუ იქ კორონავირუსის აფეთქება მოხდა, მოსხლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს მკურნალობა ჩენს მხარეს დასჭირდება. ამას გამართლებულად ვთვლი, რადგან ეს ამ ხალხთან პირდაპირი და პირადი ურთიერთობის დამყარების საშუალება იქნება, სამწუხაროდ, ამ ცუდი მიზეზით. ალბათ, ამის აფიშირება საჭირო არაა, მაგრამ მათი მკურნალობა ისევე უნდა ჩატარდეს, როგორც საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების".

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ცხინვალის მიმართულებით მდგომარეობა შემაშფოთებელია:

"ცხინვალის პასუხი საკამოდ დესტრუქციულია: შეთავაზებებს არ იზიარებს. საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა იქ არ არის გარდა წითელი ჯვრისა, რომელთანაც აქტიურად ვმუშაობთ, რათა ადგილზე შექმნილი მძიმე მდგომარეობა, სრული იზოლაციის პირობებში მოსახლეობას შევუმსუბუქოთ“.

მისივე თქმით, ახალგორის მოსახლეობა კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაშია:

„ამ სრული იზოლაციის პირობებში სხვა პაციენტებსაც შეუზღუდეს კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვაზე წვდომა კონტროლირებდ ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. აღარ ვსაუბრობ ისედაც მედიკამენტების დეფიციტის პირობებში, სააფთიათო ქსელებიდან ქართული წარწერის მქონე პრეპარატების ამოღებაზე. იმედია და ამაზე ვმუშაობთ ჩვენი პარტნიორების ხაზით, რომ ახლა მაინც, ასეთი უმწვავესი მსოფლიო პანდემიის პირობებში ცოტა უფრო გონივრული ნაბიჯები გადაიდგმება, რომლებზეც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა დამოკიდებული. ამაზე უპირატესი ინტერესი არ არსებობს“.

იხილეთ ასევე: ცხინვალს COVID-19-ის არ ეშინია?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S