ჩინეთ-ფრანკოფონიის კულტურისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ასოციაციამ საქართველოს 22 000 პირბადე და სანიტარული საშუალებები აჩუქა

03-04-2020 19:17:50 საგარეო პოლიტიკა

ჩინეთ-ფრანკოფონიის კულტურისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ასოციაციამ საქართველოს 22 000 პირბადე და სხვადასხვა სახის სანიტარული საშუალებები აჩუქა.

ჩინეთ-ფრანკოფონიის კულტურისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ასოციაციის პრეზიდენტ ლუსი ვანგს დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი არჩილ კალანდია შეხვდა.

საელჩოს ინფორმაციით, ჩინეთში საქართველოს საელჩოს მჭიდრო ურთიერთობები გააჩნია აღნიშნულ ასოციაციასთან. შედეგად, ქართულ მხარეს გადაეცა 22 000 პირბადე და სხვადასხვა სახის სანიტარული საშუალებები საჩუქრის, დონაციის სახით.

საელჩო აცხადებს, რომ აღნიშნული ტვირთი თბილისში გაიგზავნება და საქართველოს ჯანდაცვის უწყებას გადაეცემა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები