"სპორტსმენის ინფიცირების წყარო დადგენილია"
04/04/2020 19:02:38 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის ინფიცირების წყარო დადგენილია.
„რაც შეეხება პერსონალურ ინფორმაციებს, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ პერსონალური ინფორმაცია არ გავცეთ, თუმცა ეპიდემიოლოგებს კლასტერი აქვთ მოძიებული, კლასტერის კვლევა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის, დადგენილი არის როგორც წყარო, ასევე იმ შესაძლო პირთა რიცხვი, რომელიც შეიძლება იყოს ინფიცირებული. ისინი იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ და რამდენიმე დღეში უფრო მეტად დეტალური ინფორმაცია გვეცოდინება ამასთან დაკავშირებით“, – აგანაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "პირველი არხის" ეთერში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 162 შემთხვევაა დადასტურებული. 162 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 1 შემთხვევა.


