საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დაგეგმილი ავიარეისების განრიგი

05-04-2020 13:17:57 საგარეო პოლიტიკა

საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე ავიარეისი განხორციელდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით საკოორდინაციო საბჭომ შემდგომი დამატებითი რეისები განსაზღვრა:

  • 7 აპრილი – ათენი-თბილისი
  • 10 აპრილი – ლარნაკა – თბილისი
  • 12 აპრილი – ბერლინი-თბილისი
  • 14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი.
  • 16 აპრილი – პარიზი-თბილისი
  • 18 აპრილი – თელავივი-თბილისი
  • 21 აპრილი – რომი-თბილისი

აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“. „ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე ორი დღით ადრე კომპანიის ვებ–გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო. მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით, მსოფლიოში COVID-19–ის გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები