Accentnews.ge
იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ თანამოქალაქეებს მიმართავს

იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ თანამოქალაქეებს მიმართავს

05/04/2020 15:59:09 საგარეო პოლიტიკა

იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ თანამოქალაქეებს მიმართავს. როგორც Facebook-ში დიპლომატიური უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 21 აპრილს დანიშნულია ჩარტერული რეისი რომი-თბილისი, რომელსაც ავიაკომპანია “საქართველოს ავიახაზები” განახორციელებს.

საელჩოს ცნობით, ბილეთები 2 დღით ადრე ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე https://www.georgian-airways.com გაიყიდება.

„გაცნობებთ, რომ მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ არა 13 აპრილის შემდეგ იტალიაში გამოცხადებული შეზღუდვის წესები: მოქალაქეს, რომელსაც ექნება იტალიის ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის აუცილებელი ავტოსერთიფიკატი (სადაც მიუთითებს, რომ მოემგზავრება რომში სამშობლოში დასაბრუნებლად) ასევე, საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთი, შეეძლება, თავისუფლად ჩამოვიდეს რომში იტალიის ნებისმიერი რეგიონიდან!“,- აღნიშნულია იტალიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S