საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებით ნატო–ს აღჭურვილობას სთხოვს
06/04/2020 16:51:34 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა ნატო-ს „კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს“ (EADRCC) თავდაცვის ძალების 100 საკონტროლო პუნქტისთვის საჭირო აღჭურვილობას სთხოვს. ჩამონათვალში შემდეგი აღჭურვილობებია მოცემული:
- საველე ბანაკი - 100;
- სამედიცინო ბანაკი - 100;
- საველე სასადილო - 100;
- საწოლი - 2 500;
- პირსაბანი - 100;
- გენერატორი — 100;
- გამათბობელი - 600;
- ცეცხლმაქრი - 300;
- მაცივარი შუშის კარით - 100;
- ელექტროჩაიდანი - 200;
- თერმომეტრი - 200;
- სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერი - 500;
- ელექტროთერმომეტრი - 200;
- ლაზერული/ინფრაწითელი თერმომეტრი - 200;
- გზის გადასაკეტი პლასტმასის ბარიერები - 1200;
- ამკრძალავი ნიშანი - 200;
- ხელში დასაჭერი ამკრძალავი ნიშანი - 200;
- პროექტორი (150-ვოლტიანი) - 400;
- მეგაფონი - 100;
- მავთულხლართის კოჭი (20-მეტრიანი) - 100;
- სამედიცინო პირბადე - 7 500;
- ხელთათმანები - 7 500;
- ერთჯერადი დამცავი ბიოკომბინიზონი - 20 500;
- რესპირატორი - 26 000;
- დამცავი ნიღაბი - 190 000;
- სადეზინფექციო შხაპის კარავი - 4;
- წყალგამძლე მასალა სადეზინფექციო შხაპის კარვისთვის, 5X5 - 4;
- ბიოსაფრთხის სადეზინფექციო სპრეი პირადი მოხმარებისთვის - 1000;
- გასაბერი კარავი გათბობის სისტემით - 40;
- ინფრაწითელი თერმომეტრი - 290;
- დამცავი ხელთათმანი - 23 000;
- სადეზინფექციო საშუალება - 500 ლიტრი;
- სათვალე/სახის დამცავი ფარი - 2 000;
- ელექტროსპრეი - 50.
საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.


