Accentnews.ge
საფრანგეთში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს მიმართავს

საფრანგეთში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს მიმართავს

07/04/2020 13:02:37 საგარეო პოლიტიკა

საფრანგეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ თანამოქალაქეებს მიმართავს.

„გაცნობებთ, რომ პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება 16 აპრილს, საფრანგეთის დროით 12:30 საათზე პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტის (Roissy-Charles-de-Gaulle) 2A ტერმინალიდან.

რეგისტრაცია დაიწყება 10 სთ-სა და 15 წთ-ზე და დასრულდება ზუსტად 11 სთ-სა და 45 წუთზე.​

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ავიარეისზე ბილეთების შეძენას შეძლებთ 14 აპრილიდან, რეისის თარიღამდე ორი დღით ადრე, „საქართველოს ავიახაზების“ ოფიციალურ ვებ–გვერდზე. ბილეთის ფასია 199 ევრო“, – აცხადებენ საელჩოში.

მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S