საქართველომ  ნატო–ს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის მიმართა

07-04-2020 12:00:04 საგარეო პოლიტიკა

საქართველომ ნატო–ს კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს (EADRCC) ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის მიმართა.

EADRCC-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საქართველომ შემდეგი აღჭურვილობა ითხოვა:

  • კარავი (20 პერსონაზე) – 100
  • საველე კარავი (20/10 პერსონაზე) – 100
  • კარავი (სამედიცინო დანიშნულებისთვის 20 პერსონაზე) – 100
  • საწოლი (საველე) – 2 500
  • პირსაბანი – 100
  • გენერატორი (5,5 კვ–იანი) – 100
  • გამათბობელი (2 ერთეული თითო კარავში) – 600
  • ცეცხლსაქრობი – 300
  • მაცივარი (შუშის კარით) – 100
  • ელექტროჩაიდანი – 200
  • თერმომეტრი – 200
  • სადეზინფექციო დისპენსერი – 500
  • ელექტროთერმომეტრი – 200
  • ლაზერული/ინფრაწითელი თერმომეტრი – 200

გზის ბლოკირებისთვის:

  • პლასტმასის ბარიერი – 1200
  • ამკრძალავი ნიშანი – 200
  • ხელით გადასატანი ამკრძალავი ნიშანი – 200
  • პროჟექტორი – 400
  • რუპორი/მეგაფონი – 100
  • მავთულხლართი (20-მეტრიანი შეკვრა) – 100

ყოველდღიური მოხმარების აუცილებელი ნივთები:

  • სამედიცინო ნიღაბი – 7 500
  • ერთჯერადი ხელთათმანი – 7 500
  • პორტარტატული აეოროზოლური გენერატორი – 40

შსს-სა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის:

  • ერთჯერადი თეთრი კომბინიზონი, დამცავი ხელთათმანებით, ქუდითა და ფეხსაცმელებით – 20 500
  • რესპირატორი №95 – 26 000
  • დამცავი ნიღაბი – 190 000
  • სადეზინფექციო შხაპის ტენტი -4
  • წყალგაუმტარი ჭილოფი (ტენტისთვის) – 4
  • უსაფრთხოების ბოძები (ტენტისთვის) – 4
  • ბიოუსაფრთხო სადეზინფექციო სპრეი პირადი მოხმარებისთვის – 1 000
  • გასაბერი კარავი გათბობის სისტემით (40-50 მ²) – 20
  • გასაბერი კარავი გათბობის სისტემით (20-25 მ²) – 20
  • ინფრაწითელი თერმომეტრი – 290
  • ხელთათმანი – 23 000
  • სადეზინფექციო საშუალება – 500 ლიტრი
  • დამცავი სათვალე/სახის ფარი – 2 000
  • დამცავი ტანსაცმელი და თავსაბურავი – 5 000
  • ელექტრო პულვერიზატორი – 50

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 196 შემთხვევაა დადასტურებული. 196 ადამიანიდან 39 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 74 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 300 000–ს გადააჭარბა, 287 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები