"Georgian Airways" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

08-04-2020 13:31:14 ეკონომიკა

ავიაკომპანია "Georgian Airways" კვიპროსის მოქალაქეთა ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

"კვიპროსის რესპუბლიკის მოქალაქე ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, რომელსაც სურს 10 აპრილის ჩარტერული რეისით (თბილისი-ლარნაკა) სარგებლობა, სპეციალური ნებართვის მისაღებად უნდა დაუკავშირდეს კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ კრიზისების მართვის ცენტრს: +357 22801000 ან +357 99660129 (არასამუშაო საათებში) ან საბერძნეთის რესპუბლიკაში კვიპროსის რესპუბლიკის საელჩოს: +30 21003734900", – აცხადებენ "Georgian Airways"–ში

ამასთან, კომპანია მოქალაქეებს სთხოვს, ბილეთის შეძენამდე დარწმუნდნენ, რომ აქვთ ნებართვა, რადგან რეისზე თბილისი-ლარნაკა ბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება.

იხილეთ ასევე: "Georgian Airways" სპეცრეისებს პატრიარქის ნაჩუქარი ხატით შეასრულებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები