
ევროკავშირი საქართველოს183 მილიონით დაეხმარება
08/04/2020 18:55:53 პოლიტიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობა
ევროკავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, მოკლევადიანი საჭიროებისთვის, 183 მილიონი ევროთი დაეხმარება.
ჯამში ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში პარტნიორ ქვეყნებს 962 მილიონი ევროთი დაეხმარება.