Accentnews.ge
აშშ–ის საელჩო: "პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ დამოუკიდებლობას, რისთვისაც ამდენი იბრძოლა"

აშშ–ის საელჩო: "პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ დამოუკიდებლობას, რისთვისაც ამდენი იბრძოლა"

09/04/2020 06:08:59 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის საელჩო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "ქართველი ხალხისთვის გამძლეობა და თავგანწირვა უცხო არ არის".

"ეროვნული ერთიანობის დღის 31 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ 21 უდანაშაულო ადამიანს, ვინც თბილისის ქუჩებში სიცოცხლე დაკარგა და იმ ასობით დაშავებულს ვინც მათ გვერდით იდგა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რისთვისაც ამდენი იბრძოლა", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S