Accentnews.ge
გახარია– ივანიშვილზე: "ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა"

გახარია– ივანიშვილზე: "ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა"

09/04/2020 09:45:45 პოლიტიკა

ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, ადამიანის სახით, რომელიც იქ, სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, გვეხმარება, - ამ კომენტარით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობის ფაქტს გამოეხმაურა.

„ეს თანხები, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე და კოვიდ-19-ის წინაღმდეგ საბრძოლველად. უნდა გვესმოდეს, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით - ჯანმრთელობის და ეკონომიკის ფრონტზე და ყველა ის რესურსი, რომელიც იქნება მობილიზებული, მოხმარდება ამ მიზნის მიღწევას.

„ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი წლებია უკვე მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ქვეყანაში და ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, ადამიანის სახით, საქართველოს მოქალაქის სახით, რომელიც იქ, სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს და დახმარება სჭირდება, ეს ადამიანი და მთელი ფონდი გვეხმარება, ყველგან იქ, სადაც სახელმწიფოს უჭირს და ეს არის უაღრესად დასაფასებელი. საზოგადოება ხედავს როგორ მუშაობს ეს დაზღვევა რეალუურ ცხოვრებში და არა პოლიტიკური კეკლუცობის ნაწილში“,- განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S