"საქართველოს მოქალაქეებმა 9 აპრილს კიდევ ერთხელ გმირულად დაადასტურეს, რომ თქვენი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ შეუდრეკელია"

09-04-2020 15:21:02 პოლიტიკა

ებრაელი ხალხისთვის თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა ყოველთვის უდიდესი ღირებულება იყო, ამიტომ თქვენი თავდადება ჩვენთვის განსაკუთრებულად ახლოა და სამაგალითო, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს და 9 აპრილთან დაკავშირებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

ფეისბუქპოსტში აღნიშნულია, რომ ისრაელის საელჩო უღრმეს პატივისცემას გამოხატავს ქართველი ერისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი.

„ისრაელის საელჩო ებრაელი ერის სახელით გამოხატავს უღრმეს პატივისცემას ქართველი ერისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი, რომლებმაც 9 აპრილს კიდევ ერთხელ გმირულად დაადასტურეს, რომ თქვენი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ შეუდრეკელია. ებრაელი ხალხისთვის თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა ყოველთვის უდიდესი ღირებულება იყო, ამიტომ თქვენი თავდადება ჩვენთვის განსაკუთრებულად ახლოა და სამაგალითო“, – აღნიშნავს ელჩი.

9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები