"საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ საქართველოსთვის უპრეცედენტო ფინანსური ხელშეწყობის პაკეტის შესამუშავებლად"

09-04-2020 15:58:00 პოლიტიკა

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სებასტიან მოლინეუსის განცხადებით „COVID-19 –ის პანდემია წარმოადგენს უპრეცედენტო ეკონომიკურ გამოწვევას მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს საქართველოს ღია ეკონომიკაზე, ვაჭრობასა და ფულად გადარიცხვებზე დამოკიდებულების გათვალისწინებით:"

"სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორი არნახულ სიმტკიცეს იჩენენ კრიზისის პირობებში და ერთად ეფექტურად მუშაობენ. მიუხედავად ამისა, ეს კრიზისი ძირითად გამოწვევას წარმოადგენს ამჟამად საქართველოსთვის და კერძოდ ჯანდაცვის სექტორისთვის - ეს ეხება სოციალური უზრუნველყოფის სისტემას და დაცვის ღონისძიებებს კრიზისისადმი ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი პირებისთვის, და რა თქმა უნდა, ეკონომიკის აღდგენას, რომელიც სულ მალე ყველაზე დიდი აუცილებლობა გახდება. სამივე აღნიშნული განზომილება მოითხოვს არსებით და დიდი მოცულობის ინვესტიციებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ ქვეყნისთვის არსებითი მხარდაჭერის გასაწევად, მთავრობასთან სათანამშრომლოდ და სამუშაოდ უპრეცედენტო ფინანსური ხელშეწყობის პაკეტის შესამუშავებლად. ამ ინსტიტუტებს შორის არიან: აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, ევროკავშირი, საფრანგეთის რესპუბლიკის საერთაშორისო დახმარების სააგენტო (AFD), გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა KfW -ს საშუალებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი. ჩვენ შევიკრიბეთ საქართველოს მთავრობის და განსაკუთრებით, ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, იმისათვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდეთ ამ კრიზისს“ - აცხადებს სებასტიან მოლინეუსი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები