
"ევროკავშირი საქართველოს დასახმარებლად 180 მლნ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას დააჩქარებს"
09/04/2020 15:32:05 საგარეო პოლიტიკა
"ევროკავშირი საქართველოს დასახმარებლად 180 მლნ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას დააჩქარებს", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
„სიამაყით ვაცხადებ, რომ ევროკავშირი გადაამისამართებს და დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას საქართველოს დასახმარებლად „კოვიდ-19“–თან გამკლავებაში. ეს თანხა ხელს შეუწყობს ეკონომიკურ და სოციალურ გაჯანსაღებას, ადგილობრივ დონეზე გამოიყოფა და გააძლიერებს სახელმწიფო ფინანსებს, და დაეხმარება საქართველოს, წარმატებით გაართვას თავი ამ ეკონომიკურად რთულ პერიოდში.
ეს დაფინანსება გრანტის და არა სესხის სახით გამოიყოფა და დაემატება დახმარების იმ პაკეტს, რომლის შესახებ ევროკავშირმა გასულ კვირას გამოაცხადა; საქართველოსთვის ევროკავშირის მთლიანი დახმარება 250 მილიონ ევროზე მეტია“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
ევროკავშირის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში პარტნიორი ქვეყნების მხარდამჭერი გლობალური რეაგირების შესახებ და თავისი რესურსებიდან 15 მილიარდ ევროზე მეტი თანხის გადამისამართების ვალდებულება აიღო, რაც საქართველოსთვის გამოყოფილ 183 მილიონ ევროზე მეტ თანხას მოიცავს.