Accentnews.ge
"მივესალმებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ქვეყნიდან სამედიცინო აღჭურვილობის კონტრაბანდად გატანის თავიდან აცილებაზე მუშაობენ"

"მივესალმებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ქვეყნიდან სამედიცინო აღჭურვილობის კონტრაბანდად გატანის თავიდან აცილებაზე მუშაობენ"

10/04/2020 11:07:18 საგარეო პოლიტიკა

"მივესალმებით ჩვენს პარტნიორებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, რომლებიც მუშაობენ საქართველოდან სამედიცინო აღჭურვილობის კონტრაბანდად გატანის თავიდან აცილებაზე", – ამის შესახებ საქართველოში აშშ–ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი.

"COVID-19-თან ბრძოლა მრავალ უნარსა და ნიჭს მოითხოვს. დღეს მივესალმებით ჩვენს პარტნიორებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, რომლებიც მუშაობენ საქართველოდან სამედიცინო აღჭურვილობის კონტრაბანდად გატანის თავიდან აცილებაზე, ქვეყანაში საჭირო მარაგის შემოტანის უზრუნველყოფასა და საზღვართან წესრიგის შენარჩუნებაზე. წლების განმავლობაში ამაყად ვმუშაობთ საქართველოსთან ინსპექციის სერვისების გაუმჯობესებაზე. აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia-ს თანამშრომლობის შედეგად კი ქვეყანაში ცხრა სასაზღვრო პუნქტი სრულად გარემონტდა და აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად", – ნათქვამია აშშ–ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S