Accentnews.ge
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი: „ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება კონტროლს აღარ ექვემდებარება“

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი: „ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება კონტროლს აღარ ექვემდებარება“

10/04/2020 14:14:34 კავკასია

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელება კონტროლს აღარ ექვემდებარება.

როგორც მინისტრი განმარტავს, ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსის 50–მდე შემთხვევა ფიქსირდებოდა, თუმცა ინფიცირების წყარო ერთი იყო, ამჟამად ყოველდღიურ რეჟიმში 20–მდე შემთხვევა დასტურდება და ინფიცირების წყარო სხვადასხვაა:

„კორონავირუსის გავრცელება კონტროლს აღარ ექვემდებარება. ახლა ჩვენი ამოცანაა, გამოვავლინოთ თითოეული შემთხვევა და გავაკეთოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით – ჩავატაროთ ტესტირება, დავადასტუროთ, კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში მოვათავსოთ, ვუმკურნალოთ და საავადმყოფოდან გავწეროთ გამოჯანმრთელებულები. ამას გავაკეთებთ, ვიდრე ძალა შეგვწევს. თუკი მთელ ერი გაუძლურდება, ამ ქმედებებიდან ზოგიერთი უნდა შევწყვიტოთ: მოგვიწევს მხოლოდ ტესტირება და მკურნალობა – იზოლირებას აღარ მოვახდენთ“.

ცნობისთვის: სომხეთში კორონავირუსის 937 შემთხვევა დასტურდება, გამოჯანმრთელდა 149 ადამიანი, გარდაიცვალა 11 პაციენტი.

იხილეთ ასევე: საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა იზრდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S