Accentnews.ge
რა შემთხვევაში დაუჭერს „ლელო საქართველოსთვის“  მხარს საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას

რა შემთხვევაში დაუჭერს „ლელო საქართველოსთვის“  მხარს საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას

13/04/2020 07:28:56 პოლიტიკა

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე განმარტავს, რა შემთხვევაში დაუჭერს გაერთიანება მხარს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას.

„სულ უფრო მეტად რჩება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი მმართველი ძალა ცდილობს, კრიზისული ვითარება საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენოს. „ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებისგან მოითხოვს, 21 აპრილამდე დეტალური ანგარიში იქნას წარმოდგენილი, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაწეული სამუშაოების შესახებ, მათ შორის – ამ სამუშაოების ფინანსური ნაწილი. სხვა შემთხვევაში „ლელო საქართველოსთვის“ საგანგებო მდგომარეობის ვადის გახნგრძლივებას მხარს არ დაუჭერს.

საზოგადოებას სჭირდება ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს: ჯანდაცვის სამინისტროს ხედვას და ანალიზს პანდემიასთან დაკავშირებით და მზაობას, სიტუაციის სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევაში; მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მოკლე ვადებში უნდა გამოქვეყნდეს. ეს გეგმა უნდა მოიცავდეს ბიზნესის ფისკალური და მონეტარული სტიმულირების გეგმას და სამუშაო ადგილებზე დაბრუნების შესაძლო ვადებს და პირობებს“,– განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის: საქართველოში საგანგებო მსგომარეობა 21 აპრილამდეა შესაძლებელი. ეპიდემიოლოგები ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის პიკს აპრილის ბოლოსთვის პროგნოზირებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S