
სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გახანგრძლივდა
13/04/2020 09:30:18 კავკასია
სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 30 დღით გაახანგრძლივა.
შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მიიღეს.
საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 16 მარტიდან მოქმედებს.
სომხეთში კორონავირუსის ეპიდემიიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ-19 1039 პირს დაუდასტურდა.
მათგან 211 გამოჯანმრთელდა, 14 პაციენტი კი გარდაიცვალა.
10 აპრილს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება კონტროლს აღარ ექვემდებარება“