Accentnews.ge
"უარი უნდა ვთქვათ ყველა შეთანხმების პუნქტზე, რომელიც ელჩებთან კომუნიკაციისას მიიღწა"

"უარი უნდა ვთქვათ ყველა შეთანხმების პუნქტზე, რომელიც ელჩებთან კომუნიკაციისას მიიღწა"

13/04/2020 10:02:37 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია ფიქრობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ელჩების მონაწილეობით მიღწეულ შეთანხმებაზე უარი უნდა თქვას, მათ შორის საარჩევნო სისტემის თაობაზეც, ვინაიდან ხელისუფლება შეთანხმების პირობებს არ ასრულებს. ასე აფასებს მელია „გამარჯვებული საქართველოსთვის“ დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5–წლიანი პატიმრობის მისჯას.

"ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ყველა იმ შეთანხმების პუნქტზე, რომელიც მიღწეულ იქნა ელჩებთან კომუნიკაციისას ხელისუფლებასთან ერთად, მათ შორის – საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც. სანამ ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლებული არ იქნება, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ექნება მორალური უფლება, მხარი დაუჭიროს ნებისმიერი სახის საკონსტიტუციო ცვლილებას",– განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ახერხებს, უფრო და უფრო ღრმად გახვრიტოს ფსკერი"

„ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ ყოველთვის ახერხებს, უფრო და უფრო ღრმად გახვრიტოს ფსკერი: რომ გგონია ფსკერზე არიან სამართლებრივი აფსურდის, ზნეობის, მორალის, პოლიტიკის კეთების პროცესში, სინამდვილეთი არა, – ფსკერი – ჩადიან და ჩადიან. პუტინის სასამართლოც კი არ უსჯის აქციაში მონაწილეობისთვის არა თუ პოლიტიკურ ლიდერს, არამედ რიგით მონაწილესაც თავსიუფლების ხუთი წლით აკვეთას“.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს, პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S