Accentnews.ge
ენმ–ში აცხადებენ, რომ ივანიშვილმა ფონდში რკინიგზიდან მოპარული ფული გადარიცხა

ენმ–ში აცხადებენ, რომ ივანიშვილმა ფონდში რკინიგზიდან მოპარული ფული გადარიცხა

13/04/2020 11:06:53 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ფონდ „ქართუდან" კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონში გადარიცხული თანხის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის განსაჯაროებას ითხოვს.

დეკანოიძემ ფონდს საჯარო ფორმით, ისე წერილობითი სახითაც მიმართა.

„განსაჯაროვდეს იმ 100 მილიონის წარმომავლობა და ტრანზაქციები, რომელიც ვითომ ბიძინა იავნიშვილის ოჯახმა გადარიცხა კოვიდ 19–ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში. გვაქვს ინფორმაცია, რომ 100 მილიონი გადარიცხული იყო ოფშორული კომპანიიდან, რომელიც მოპარული იყო საქართველოს რკინიგზიდან ანუ დანაშაულებრივი სქემიდან, როდესაც საქართველოს რკინიგზასთან აფილირებული კომპანიცები მთელს მოგებას რიცხავენ ოფშორულ კომპანიებში და შემდეგ მამაცაშვილი –ივანიშვილი განკარგავს მთელ ამ ფინანსებს.

ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ეს საქართველოს მოქალაქეებისგან მოპარული ფულია“,– განაცხადა პოლიტიკოსმა.

ცნობისთვის: კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 100 მილიონი ივანიშვილის ოჯახის სახელით რამდენიმე დღის წინ გადაირიცხა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S