Accentnews.ge
„აშშ საქართველოს 2000 მაღალი ხარისხის სწრაფ ტესტს გამოუგზავნის“

„აშშ საქართველოს 2000 მაღალი ხარისხის სწრაფ ტესტს გამოუგზავნის“

13/04/2020 12:01:04 საგარეო პოლიტიკა

„აშშ საქართველოს 2000 მაღალი ხარისხის სწრაფ ტესტს გამოუგზავნის“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩი დეგნანი სახლიდან ჩართვისას ყვება, როგორ ეხმარება შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-ის მიმდინარე კრიზისთან ბრძოლაში. მან ისაუბრა ამერიკელი ხალხის $140 მილიონზე მეტი ღირებულების დახმარებაზე, რომელიც მიმართული იყო საქართველოსთვის უნარიანი, მტკიცე და პროფესიონალური ჯანდაცვის ეროვნული სისტემის შექმნისკენ.

“საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა, ერთობლივი ძალისხმევით სრაფად და ეფექტურად იმოქმედა კრიზისის მართვისა და COVID-19-ის გავრცელების შემცირების კუთხით. აშშ–ის მთავრობის მრავალ უწყებას შეაქვს წვლილი საქართველოს დახმარების საქმეში. [...] აშშ საქართველოს გამოუგზავნის 2000 ერთეული მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტს, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია დაავადების დადგენა“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) უახლესი დახმარება, $1.1 მილიონი, რომელიც ჯანდაცვას მოხმარდება. ეს ყურადღებით შერჩეული დახმარებაა, რომელიც საქართველოს მთავრობის, მოქალაქეების, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და სხვა დონორების მნიშვნელოვან საქმიანობას შეემატება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S