Accentnews.ge
გოცირიძე – „ოცნებას“: „საკონსტიტუციო პროცესი ჩაშალეთ და თქვენ აგებთ პასუხს საერთაშორისო თანამეგობრობასთან“

გოცირიძე – „ოცნებას“: „საკონსტიტუციო პროცესი ჩაშალეთ და თქვენ აგებთ პასუხს საერთაშორისო თანამეგობრობასთან“

13/04/2020 12:27:07 პოლიტიკა

ენმ–ის წევრი რომან გოცირიძე მმართველ გუნდს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენზე საუბრისას განაცხადა.

„თქვენ ყველა ადამიანური წესი დაარღვიეთ. საქართაშორისო პარტნიორებთან ერთად ერთ გამიდაზე მსხდომებმა ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და დავიწყეთ საკონსტიტუციო ცვლილებები. თქვენ, ბატონო თავმჯდომარევ, ორი დღის სიამაყით განაცხადეთ, რომ მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, საკონსტიტუციო ცვლილებებს გაიტანთ. ამას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ, რადგან თქვენ პირობა დაარღვიეთ: ირაკლი ოქრუაშვილი დღეს დააპატიმრეთ შეთანხმების წინააღმდეგ – ადამიანი ჩასვით ციხეში. ორგანიზატორობაც კი ვერ დაუდასტურა თქვენმა პროკურატურამ და „ყურმოჭრილმა“ სასამართლომ. 20 000 ადამიანი მონაწილეობდა თქვენს მიერ ამ დარბაზში შემოყვანილი გავრილოვის გამო. დააპატიმრეთ მაშინ ეს 20 000 ადამიანი! საკონსტიტუციო პროცესი ჩაშალეთ თქვენ და თქვენ აგებთ პასუხს საერთაშორისო თანამეგობრობასთან“

ცნობისთვის: 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S