
ისრაელში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს მიმართავს
14/04/2020 10:05:45 საგარეო პოლიტიკა
ისრაელში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვების თაობაზე აფრთხილებს.
"მოქალაქეთა საყურადღებოდ!!!!!!
2020 წლის 14 აპრილის 17:00 საათიდან 16 აპრილის 05:00 საათამდე ძალაში შედის დამატებითი შეზღუდვები
კერძოდ:
• ისრაელის ტერიტორიაზე იკრძალება ქალაქებს შორის მიმოსვლა, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით;
• ისრაელის ტერიტორიაზე შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა;
• იკრძალება მოქალაქეთა მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვება, გარდა შინაური ცხოველის გასეირნება სახლიდან არა უმეტეს 100 მეტრის დაშორებით.
ასევე ძალაში რჩება წინა შეზღუდვები", – აცხადებენ საელჩოში.