Accentnews.ge
გიორგი ვაშაძე: „სახელმწიფო გვაქვს თუ ბოსტანი?!“

გიორგი ვაშაძე: „სახელმწიფო გვაქვს თუ ბოსტანი?!“

14/04/2020 14:51:42 პოლიტიკა

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე ეკლესიასთან და სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას უპასუხსიმგებლოს უწოდებს.

„ეს არის უპასუხსიმგებლო ადამიანი, რომელიც ბინძური პოლიტიკური თამაშებისთვის იყენებს რელიგიურ მრწამსს და არ უნდა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. მივმართავ საზოგადოებას, ჩამოვყალიბდეთ, სახელმწიფო გვაქვს თუ ბოსტანი?! კონსტიტუცია და კანონი რისთვისაა? რისთვის ვკეტავთ ქალაქებს? გახარიას პილატესავით ხელები დაუბანია და პასუხსიმგებლობას ხალხს აკისრებს, სხვებს მოუწოდებს ვაჟკაცობისკენ?! თუ ვაჟკაცია, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. ეს არის უსინდისობა და ადამიანების გაწირვა უზარმაზარი პრობლემისათვის. ღმერთმა დაგვიფაროს, ეპიდაფეთქება მოხდეს. მერე ეს ადამიანები, რომლებიც დღს სარწმუნოების სახელით ლაპარაკობენ, ხელს ეკლესიისკენ გაიშვერენ. მე პასუხს ხელისუფლებას ვთხოვ, რომელიც ვალდებულია, გასცეს ინსტრუქციები და ეს ისტრუქციები ყველამ უნდა შეასრულოს. მაშ სახელმწიფო აპარატი რისთვის გვაქვს? სეკურალური სახელმწიფო ვართ. ამ ქვეყანაში თეოკრატია არაა და ეს კარგად უნდა გვესმოდეს. მინდა, თითოეულ მორწმუნეს მივმართო, მეგობრებო, ღმერმა გონება მოგვცა იმისთვის, რომ დავფიქრდეთ და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. ეს ვირუსი ერთნაირად ებრძვის ყველას“,– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იხილეთ ასევე: რა შეთანხმება შედგა საპატრიარქოსთან

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S