Accentnews.ge
"მთლიანად საგარეო ფინანსურ დახმარებაზე ვართ დამოკიდებული და ამ დროს, ელჩების წინაშე გაფორმებულ შეთანხმებას არღვევ!"

"მთლიანად საგარეო ფინანსურ დახმარებაზე ვართ დამოკიდებული და ამ დროს, ელჩების წინაშე გაფორმებულ შეთანხმებას არღვევ!"

15/04/2020 09:36:34 პოლიტიკა

"გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის შეფასებით, ქვეყანა მთლიანად საგარეო ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული ამერიკისა და ევროკავშირისგან და ამ დროს, ამ ქვეყნების ელჩების წინაშე გაფორმებული შეთანხმება არ სრულდება.

„პრობლემას ვერც იმაში ვხედავ, რომ ციხეში ვარ და ვერც იმაში, რომ ივანიშვილის დავალებით 5 წელი მომისაჯეს სრულიად უსამართლოდ. პრობლემა იმაშია, რომ ქვეყანა 90-იანი წლების დონის გაღატაკების ზღვარზე აღმოჩნდება უახლოეს 2-3 თვეში. მთლიანად დამოკიდებული ვართ საგარეო ფინანსურ დახმარებაზე ამერიკისა და ევროკავშირისგან და ამ დროს, ამ ქვეყნების ელჩების წინაშე გაფორმებულ შეთანხმებას არღვევ და მათ წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ივანიშვილის “კაპეიკებით” ამოვალთ ამ წლის ეკონომიკური პრობლემებიდან, ძალიან ცდება“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე ოქრუაშვილი სასამართლომ 5–წლიანი პატიმროპბა მიუსაჯა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S